31 აგვისტოს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართა „მეცნიერების საერთაშორისო აკადემიის“ მორიგი სხდომა და სამეცნიერო კონფერენცია.
აკადემიის უმაღლესი ორგანოს გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანული სექციის წარდგინებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და აკადემიური საბჭოს წევრი, ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის - „გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევები“ - ხელმძღვანელი, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, ვახტანგ მაისაია, არჩეული იქნა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად და მას წევრობის დამადასტურებელი დიპლომი და სამკერდე ნიშანი გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ „მეცნიერების საერთაშორისო აკადემია“ 1982 წელს დაარსდა და მას მაღალი საერთაშორისო სამეცნიერო და აკადემიური სტატუსი გააჩნია.
ბაქოში გამართულ კონფერენციაზე პროფესორმა და უკვე აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა გააკეთა სპეციალური ინგლისურენოვანი მოხსნება თემაზე: „Factor Globalization in Climate Change Geopolitics and Its Implication on Regional Security Provisions on case of the Caucasus-Caspian Region“ და აკადემიის სხვა წევრებთან ერთად წარმოადგინა საერთაშორისო კოლექტიური მონოგრაფია, რომელიც გამოვიდა ავსტრიაში, „მეცნიერების საერთაშორისო აკადემიის“ ეგიდით, სახელწოდებით: „Science Without Borders“ (Volume#7 2023-2024, ISSN 2070-0334)“. აღნიშნულ გამოცემაში, რომელიც მაღალი Impact Factor-ით გამოირჩევა, შევიდა მისი სამეცნიერო სტატია თემაზე: „The Geoeconomic Implications on the South Caucasus Regional Security Provisions: “Middle Transit Corridor” and Its Geopolitical Development“.
გარდა ამისა, ბაქოს შეხვედრაზე ჩამოყალიბდა სპეციალური საერთაშორისო საორგანიზაციო კომიტეტი, რომელიც წამოყენებული იქნა ყაზახეთის, აზერბაიჯანის და ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლების მიერ და ითვალისწინებს „აზიის მეცნიერებათა საერთაშორისო აკადემიის“ ჩამოყალიბებას. აღნიშნული კომიტეტის საერთაშორისო მრჩევლად, მეცნიერების მიმართულებით, არჩეული იქნა პროფესორი ვახტანგ მაისაია, რომელიც ამ კუთხით წარმოადგენს საქართველოს მაღალ საერთაშორისო აკადემიურ ფორუმზე.
ამავე დროს, „მეცნიერების საერთაშორისო აკადემიის“ მომდევნო სხდომაზე, აკადემიის ახალგაზრდულ სამეცნიერო კომიტეტში წარდგენილი იქნება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის, ალიკა გუჩუას კანდიდატურა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება