7 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების / გლობალული პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელს, პროფესორ ვახტანგ მაისაიას, პოლონეთის რესპუბლიკის ერთ-ერთი უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო - „განათლების ეროვნული კომისიის მედალი“ - გადაეცა.
აღნიშნული ჯილდო სპეციალური სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე გაიცა, დაჯილოდოების ცერემონია კი პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა. ჯილდო ვახტანგ მაისაიას პირადად გადასცა პოლონეთის სახელმწიფო მდივანმა, ტომაშ რჟიმკოვსკიმ, რომელიც გახლავთ პოლონეთის მთავრობის სრულუფლებიანი წარმომადგენელი განათლებისა და მეცნიერების განვითარებისა და ინტერნაციონალიზაციის საკითხებში.
ვახტანგ მაისაიას აღნიშნული ჯილდო გადაეცა, იმ განსაკუთრებული წვლილისთვის, რომელიც მას პოლონეთში მეცნიერების, განათლებისა და ტექნოლოგიების განვითარების საქმეში შეაქვს, ასევე მისი განსაკუთრებული სამეცნიერო-კვლევითი და აკადემიური საქმიანობისთვის სამხედრო მეცნიერების, უსაფრთხოების კვლევებისა და პოლიტიკური მეცნიერების მიმართულებით.
იგი ამჟამად არის იოზეფ გულოხოვსკის სახელობის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტის (ოსტროვეც-სვენტოკშისკი, პოლონეთი) პოსტ-სადოქტორო სასწავლო პროგრამის - „გეოსტრატეგია და გეოპოლიტიკის“ - ხელმძღვანელი, აღნიშნული პროგრამა კი განკუთვნილია სამხედრო და უსაფრთხოების კვლევების განვითარებაზე.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება