15 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის კამპუსში გაიმართა პროფესიული განათლების ცენტრის მიერ ორგანიზებული ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა პროფესიული გადამზადების პროგრამის „მეღვინე-ტექნიკოსის“ მეორე ნაკადის სასწავლო პროცესის გახსნას.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მეცადინეობები უკვე დაიწყო. პროფესიული განათლების ცენტრი (დირექტორი - თეა ოსეფაშვილი), 2023 წლის იანვარში დაფუძნდა და მისი მიზანია პროფესიული განათლების სისტემის განვითარებაში აქტიური ჩართულობა და განათლების სისტემაში ახალი ინტეგრაციული შესაძლებლობების შექმნა.
2024 წლის 8 აგვისტოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ცენტრს სამწლიან ვადაში მიენიჭა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების სამი სასერტიფიკატო პროგრამის განხორციელების უფლება. ეს, თავის მხრივ, გულისხმობს სახელმწიფო დონეზე აღიარებული სერტიფიკატების გაცემის უფლებასაც.
2025 წლის 26 მარტიდან აღნიშნული პროგრამები კვლავ ფინანსდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ.
პროფესიული გადამზადების პროგრამაზე „მეღვინე-ტექნიკოსი“ ამ ეტაპზე 10 მსმენელია ჩარიცხული. პროგრამის ხანგრძლივობა 10 კვირას შეადგენს და ის მიმდინარეობს როგორც უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის კორპუსში (თბილისი), ასევე საწარმოო პრაქტიკის სახით - კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში მდებარე ოკამის მეღვინეობის საწარმოში.
გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ: მეორე ნაკადის პროფესიული პროგრამის მსმენელები, მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის და საწარმოს წარმომადგენლები, პროფესიული განათლების ცენტრის დირექტორი, ასევე პირველი ნაკადის კურსდამთავრებულები, რომლებმაც დამსწრეებს საკუთარი გამოცდილება და შთაბეჭდილებები გაუზიარეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება