20 მაისს, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში გაიმართა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის პროექტის - „ყვარლიდან მთაწმინდამდე გურამ შარაძის მოტივებზე“ პრეზენტაცია.
დოკუმენტური ფილმების ციკლის ძირითადი ლიტერატურული წყაროა ქართველი ფილოლოგის, ისტორიკოსის გურამ შარაძის სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომი - „ილია ჭავჭავაძე. ცხოვრება. მოღვაწეობა. შემოქმედება“.
მნიშვნელოვანია, რომ პროექტში თავმოყრილია ის საარქივო მასალა, რომელიც საბჭოთა ცენზურის პირობებში მკვლევრისთვის ხელმისაწვდომი არ იყო. აქვე გამოყენებულია მომდევნო პერიოდის კვლევითი ნაშრომები.
28 დამოუკიდებელი ფილმი ქმნის ციკლს, რომელიც თანმიმდევრულად მოგვითხრობს ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
პროექტის მიზანია, ფართო აუდიტორიას, შეძლებისამებრ, დეტალურად გააცნოს სიცოცხლეშივე ერის მამად აღიარებული საზოგადო მოღვაწის დამსახურება ქვეყნის წინაშე.
დოკუმენტური ფილმების ციკლი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრმა ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 185 წლის იუბილეს მიუძღვნა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება