კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდი საქართველოს ფუტსალის რანგით უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს, სადაც საქართველოს ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძვის.
12 დეკემბერს ჩვენებმა უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებაში „პსპ“ დაძაბულ ბრძოლაში 3-2 დაამარცხეს, სადაც გამარჯვებულის ბედი მატჩის ბოლო წამზე გატანილმა გოლმა გადაწყვიტა. ეს CIU-სთვის ზედიზედ მესამე გამარჯვებაა, რითაც მეხუთედან მესამე ადგილზე გადაინაცვლა. ახლა კავკასიელები 2 ქულით ჩარმორჩებიან „პსპ-ს“ და ამდენივეთი უსწრებენ მდევრებს.
მიმდინარე სეზონში განვლილი 9 ტურიდან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდის ანგარიშზე 5 გამარჯვება, 1 ფრე და 3 წაგებაა, სატურნირო ცხრილში კი გუნდი 16 ქულით მესამე ადგილს იკავებს.
რაც შეეხება ბომბარდირებს, 6 გოლით საუკეთესო შედეგი აქვს საბა ტყეშელაშვილს, 5-5 გოლი კი გატანილი აქვთ ალექსანდრე ორაგველიძეს და ნიკა მანგოშვილს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება