7 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიის პროგრამის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს: Geoperio • საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციის, ,,ლაკალუტისა“ და ,,ავერსი ფარმას“ მიერ წამოწყებულ საგანმანათლებლო პროექტში -,,მე ვიხეხავ კბილებს”.
თბილისის 124-ე საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებთან შეხვედრა დატვირთული იყო სახალისო აქტივობებითა და სასარგებლო ინფორმაციით, როგორც სტუდენტებისთვის, ისე მომავალი ექიმი სტომატოლოგებისა და მოსწავლეებისთვის.
სახალისო ვიქტორინის შემდეგ, თითოეულ მოსწავლეს საჩუქრად გადაეცა გერმანული ბრენდის,,,ლაკალუტის“ უმაღლესი ხარისხის პირის ღრუს მოვლის საბავშვო პროდუქტები.
ვიზიტს ხელმძღვანელობდნენ ასოცირებული პროფესორი ვერა ხუნძაკიშვილი და საუნივერსიტეტო კლინიკა - ,, დიოდენტის“ მთავარი მედდა თამარ ბაქრაძე.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება