კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეღვინეობა „ეთნო ოკამის“ მთავარი მეღვინე და CIU-ს ლექტორი საბა ქიტიაშვილი „საქართველოს საუკეთესო სომელიე 2024“ გახდა.
კონკურსი „საქართველოს სომელიეთა ასოციაციის“ ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.
კონკურსში სულ 13 სომელიე მონაწილეობდა, რომელთაგან სამი ფინალურ ეტაპზე გადავიდა, გამარჯვებული კი საკონკურსო დავალებების შედეგების შეჯამების შედეგად, ჟიურის გადაწყვეტილებით გამოვლინდა.
ცნობისთვის, საბა ქიტიაშვილმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამა დაასრულა, ამჟამად კი სწავლას CIU-ს მევენახეობა და მეღვინეობის სადოქტორო პროგრამაზე აგრძელებს. ის ასევე არის ღვინის კომპანია „სფრინგ ფილდსის“ დამფუძნებელი, ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის წევრი და ღვინის კომპანია „შუმის“ შეფ სომელიე.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ულოცავს საბას აღნიშნულ მიღწევას და სამომავლო წარმატებებს უსურვებს!
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება