აბიტურიენტი, რომელიც 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაირიცხება, CIU ფონდიდან ინვესტიციას მიიღებს:
უნივერსიტეტის მიზანია, სტუდენტი პირველივე კურსიდან მოამზადოს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად. გარდა თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილებისა, მისთვის უზრუნველყოს კონკურენტული უპირატესობა დასაქმებაში.
ცნობილია, რომ შრომის ბაზარზე კონკურენცია მაღალია, ამ კონკურენციის დასაძლევად კი საჭიროა, სტუდენტი/კურსდამთავრებული ფლობდეს კრიტიკულად მნიშვნელოვან უნარებს, როგორებიცაა პროფესიულად შესაბამისი ტექნოლოგიების გამოყენება და პროფესიული გამოცდილება.
სწორედ ამ კონკურენტული უპირატესობების მოპოვებისთვის, მიმდინარე წელს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ყველა აბიტურიენტი რომელიც ჩაირიცხება 2022 წელს CIU-ში ფონდის ინვესტიციას მიიღებს.
ციფრული ტექნოლოგიების კურსი არის კურიკულუმის გარეშე, დამატებითი სასწავლო პროგრამა, რომელიც შედგენილია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე.
ტექნოლოგიური ევოლუცია დღეს ყველა პროფესიას შეეხო. ნებისმიერ პროფესიაში შრომის ბაზარზე დამსაქმებელი უპირატესობას ანიჭებს ტექნოლოგიების ცოდნასა და მის პრაქტიკულ გამოყენებას.
პროგრამა მოიცავს იმ ტექნოლოგიების შესწავლას, რომელიც პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე სტუდენტს მისცემს კონკურენტულ უპირატესობას დასაქმების ბაზარზე!
CIU ფონდის 1000₾ ვაუჩერი სრულად აფინანსებს ციფრული ტექნოლოგიების კურსს.
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
ვაუჩერის აქტივაცია
ციფრული ტექნოლოგიების კურსის 1000₾ ვაუჩერი გააქტიურდება მას შემდეგ, რაც აბიტურიენტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნებისმიერ საბაკალავრო/ერთსაფეხურიან პროგრამაზე ჩაირიცხება.
მოითხოვე ვაუჩერი: შეავსე სარეგისტრაციო ბმული
CIU CARD არის აბიტურიენტის/სტუდენტის ბარათი, რომლის დეპოზიტზეც უნივერსიტეტის ფონდი განათავსებს 5000₾ ინვესტიციას სტუდენტის კარიერული განვითარებისთვის.
მისი გამოყენება სტუდენტს შეუძლია მხოლოდ უნივერსიტეტის მიერ კარიერული განვითარების გეგმით განსაზღვრულ აქტივობებში მონაწილეობის მისაღებად.
მნიშვნელოვანია კარიერული დაგეგმარება პირველივე კურსიდან დაიწყოს და განისაზღვროს სტუდენტის პრაქტიკასა და გამოცდილების გაღრმავებაზე ორიენტირებული აქტივობები. სწორად დაგეგმილი კარიერული განვითარება არის კონკურენტული უპირატესობა, რომელიც პირდაპირ კავშირშია სტუდენტის დასაქმებასთან.
კარიერული განვითარებისთვის განსაზღვრული დამატებითი აქტივობებია:
ბარათზე დარიცხულ თანხას მფლობელი გამოიყენებს სტუდენტობის პერიოდში, უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებული კარიერული განვითარების გეგმით განსაზღვრულ აქტივობებში.
CIU CARD-ის აქტივაცია
5000₾ CIU CARD გააქტიურდება მას შემდეგ, რაც აბიტურიენტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნებისმიერ საბაკალავრო/ერთსაფეხურიან პროგრამაზე ჩაირიცხება.
მოითხოვე 5000₾ CIU CARD: შეავსე სარეგისტრაციო ბმული
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის თითოეული აბიტურიენტის მიერ გამოცხადებული ნდობა განსაკუთრებულია, ხოლო ის ვინც CIU-ს პირველ ნომრად აირჩევს, დამატებით 20%-იან შიდა გრანტს მიიღებს.
აღნიშნული გრანტი მოქმედებს მხოლოდ პირველი სასწავლო წლის განმავლობაში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება