CIU-ს ინტელექტუალთა გუნდმა „ბიზნესლიგის“ პროფესიონალთა დივიზიონში მეორე ტურში პირველი ადგილი დაიკავა.
სასტუმროში - “Courtyard by Marriott Tbilisi“ - საქართველოს ინტელექტკლუბის ორგანიზებით ბიზნესლიგის „რა? სად? როდის?“ ჩემპიონატის მეორე ტური გაიმართა.
„ბიზნესლიგა“ მოყვარულთა და პროფესიონალთა დივიზიონებად იყოფა. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა, რომელსაც დებიუტი აქვს პროფესიონალთა დივიზიონში, პირველ ტურში მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო 13 ოქტომბერს გამართულ ტურზე 23 ქულით საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და პირველი ადგილი დაიკავა დივიზიონში.
ორი ტურის ჯამში CIU-ს გუნდი, რომელსაც ბაკურ ხუბულავა ხემძღვანელობს საერთო ჩათვლას ლიდერობს.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესლიგა ერთი წლის მანძილზე გაგრძელდება და მოიცავს 10 თამაშს, თითოეული თამაშის შემდეგ გამოვლინდება პირველი სამეული და სეზონის ბოლოს - „დიდი ჩემპიონი“.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება