19 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტელექტკლუბის ორგანიზებით საავტორო ტურნირი „ინტელექტუალური დუელი“ გაიმართა.
თამაშს სტუმრის სტატუსით ესწრებოდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პერსონალური მართვის სამსახურის წარმომადგენელი მარიამ სანდუხაძე, რომელმაც გუნდებს წარმატება უსურვა და სიმბოლურად ერთი კითხვაც დაუსვა.
ტურნირში მონაწილეობას იღებდა CIU-ს სტუდენტებისგან დაკომპლექტებული 16 გუნდი, რომლებიც ერთმანეთს ოლიმპიური სისტემით ეჯიბრებოდნენ. მერვედფინალური, მეოთხედფინალური და ნახევარფინალური ეტაპების შედეგად ფინალში ორი გუნდი გავიდა - „აკომა“ (ლილე ქურასბედიანი - კაპიტანი; ანუკი დარსალია; თამარ ოყუჯავა; ლევან ლაშხია / „მოქალაქეთა კავშირი“ (ლაშა სვინტრაძე - კაპიტანი; ნათია ბასარია; შაკო დავლაძე; ქეთი ბიძინაშვილი).
ფინალი დრამატული გამოდგა და გარდამავალი უპირატესობის ფონზე წარიმართა. საბოლოოდ „მოქალაქეთა კავშირმა“ ერთი ქულით აჯობა „აკომას“ და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
გამარჯვებულები ინტელექტკლუბისგან წიგნებით, სუვენირული ბუებითა და ფულადი პრიზით დაჯილდოვდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება