4 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტელექტკლუბის ორგანიზებით ქვიზ-ვიქტორინა - „აღმოაჩინე საქართველო“ - გაიმართა.
ტურნირში მონაწილეობას იღებდნენ როგორც პირველკურსელები, ისე ინტელექტკლუბის გამოცდილი მოთამააშეები.
თამაში 4 ეტაპისგან შედგებოდა: 1-ლი ტური - რსრ ტიპის კითხვები; მე-2 ტური - სხარტულა კითხვები; მე-3 ტური - ფოტორაუნდი; მე-4 ტური - მუსიკალური რაუნდი.
კითხვების თემატიკა მოიცავდა საქართველოს ისტორიას, ხელოვნებას, კულტურას, ეთნოგრაფიას და თანამედროვეობას.
თამაშს სტუმრის სტატუსით ესწრებოდა საერთაშორისო ურთიერთობის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი ალიკა გუჩუა, რომელმაც თამაშის დაწყების წინ სტუდენტებს სიტყვით მიმართა და მათ წარმატება უსურვა.
ტურნირში ქულები ორ დივიზიონად დაჯამდა: პირველკურსელების და გამოცდილი მოთამაშეების.
პირველკურსელებს შორის საპრიზო სამეული შემდეგნაირად დაკომპლექტდა:
1. ბელა კეწლაშვილი - მედიცინის ფაკულტეტი;
2. მიხეილ თევზაძე - მედიცინის ფაკულტეტი;
3. კესო კაკულია - სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი.
მაღალკურსელების დივიზიონი:
1. ილია ბატიაშვილი - ბიზნესის ფაკულტეტი;
2-3 ადგილი - გიორგი ლომუაშვილი - სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი და ლევან ლაშხია - ბიზნესის ფაკულტეტი.
ტურნირის თითოეულ მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატები, ხოლო საპრიზო სამეულებზე გასული სტუდენტები წიგნებით, ბუებითა და სუვენირული პრიზებით დასაჩუქრდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება