19 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე იმიტირებული ბანკი გაიხსნა. ბანკი სრულადაა აღჭურვილი ყველა აუცილებელი ტექნიკური სივრცით, რომელიც შესაბამისი სერვისისთვისაა აუცილებელი, მათ შორისაა - იმიტირებული სალარო და ოპერატორის განსათავსებელი სივრცე.
იმიტირებულ ბანკში შესაძლებელი იქნება საბანკო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით ინოვაციური პროექტების, დისკუსიებისა და სხვადასხვა აქტივობის განხორციელება. მსგავსი მიდგომები ხელს შეუწყობს სტუდენტებს იმ უნარ-ჩვევების განვითარებაში, რომელიც აუცილებელია რეალურ საბანკო სექტორში დასაქმებისთვის.
იმიტირებული ბანკის სამომავლო აქტივობებში მნიშვნელოვანია დისტანციური ბანკინგის ისეთ საკითხებზე მუშაობა, როგორებიცაა: ხელოვნური ინტელექტისა და Chat Bot-ების გამოყენება; ავტომატიზაცია; ციფრული ტრანსფორმაცია; სხვადასხვა პლატფორმებთან ინტეგრაცია; მონაცემთა ანალიტიკაზე ორიენტირებული მიდგომები; კიბერუსაფრთხოება და ღია ბანკინგი.
გახსნის ცერემონიაზე სტუმრებს სიტყვით მიმართეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა, ვახტანგ წივწივაძემ; რექტორმა, კახაბერ კორძაიამ; ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, მარიკა კლდიაშვილმა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, მარინა გედევანიშვილმა.
საბანკო სექტორის მოწვეული სტუმრებიდან სიტყვით წარდგნენ: საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსი, ლაშა გზირიშვილი; ექსპერტი, დავით ნიკოლაიშვილი; „პაშა ბანკის“ დისტანციური ბანკინგის დეპარტამენტის უფროსი, ირინა ალექსიშვილი; „საქართველოს ფინტექ ასოციაციის“ თავმჯდომარე, დავით კიკვიძე და „იშბანკი საქართველოს“ HR მენეჯერი, ნინო ნოდია.
ღონისძიებას მოდერატორობას უწევდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელი, ნანა გადელია.
ღონისძიებას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სტუდენტები და საბანკო-საფინანსო / ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება