კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტს ახალი დეკანი ჰყავს.
აღნიშნულ პოზიციაზე პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ქეთევან ნანობაშვილი დაინიშნა.
„ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებამ სამყარო სწრაფად ცვალებადი გახადა. დასაქმების ბაზარი გაფართოვდა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. გამოწვევების წინაშე დადგა სრულიად საგანმანათლებო სისტემა. შესაბამისად, დღეისათვის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანობა ნიშნავს მუდმივ ფიქრსა და ზრუნვას, თუ როგორ დავხვდეთ გამოწვევებს და რა ტიპის საგანმანათლებლო პროგრამები და აქტივობები შევთავაზოთ სტუდენტებს.
ჩემთვის მთავარი გამოწვევა სწორედ ის ნდობაა, რაც დიდი ტრადიციებისა და ისტორიის მქონე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა გამომიცხადა. მთავარი გეგმა და მიზანი კი იმ სტუდენტებზე ზრუნვაა, რომლებმაც მათი ცხოვრების ძვირფასი წლები, რასაც სტუდენტობა ჰქვია, ჩვენს უნივერსიტეტს დაუკავშირეს. ფაკულტეტი მათ შესთავაზებს მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო პროგრამებს გაძლიერებული პრაქტიკული კომპონენტებით, ინოვაციურ და კვლევაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდებით, რომლის დასრულების შემდეგ, ისინი ადვილად ადაპტირდებიან რეალურ სამყაროსთან როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე.
მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა მიზნობრივ კვლევებს და სწავლების ინტერნაციონალიზაციას“, - აცხადებს ქეთევან ნანობაშვილი.
ცნობისთვის, ქეთევან ნანობაშვილს აქვს უმაღლესი განათლების სფეროში 20 წელზე მეტი მუშაობის გამოცდილება. მას სხვადასხვა უნივერსიტეტში ეკავა აკადემიური და ადმინისტრაციული თანამდებობები:
2003 წლიდან - დოცენტი და შემდგომ ასოცირებული პროფესორი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში;
2007 წლიდან - თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, ინფორმატიკის კათედრის გამგე და პედაგოგიური ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
2012 წლიდან - ღია სასწავლო უნივერსიტეტში ინჟინერიის სკოლის დეკანი;
2013 წლიდან - ახალი უმაღლესი სასწავლებლის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი;
2014 წლიდან - საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების სკოლის დეკანი;
2022 წლიდან - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
2022 წლიდან - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი;
2024 წლიდან - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი.
ქეთევან ნანობაშვილი არის:
2014 წლიდან - საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის წევრი;
2016 წლიდან - განათლების ინფორმატიზაციის მეცნიერებათა საერთაშორისო აკადემიის წევრი;
2020 წლიდან - ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დარგობრივი საბჭოს წევრი;
2024 წლიდან - უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრი;
Erasmus + International Credit Mobility (ICM)-ის ფარგლებში ქ. ბრაგანზაში (პორტუგალია) – “Double diploma projects and capacity building in general”-თან დაკავშირებული საკითხების განხილვის მონაწილე (2023 წელი);
71 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; 46 საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციების მონაწილე; 14 სახელმძღვანელოს ავტორი ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით.
მისი ხელმძღვანელობით დაცულია:
14 საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია.
ქეთევან ნანობაშვილს ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება