კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი მუდმივად ჩართულია საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პორტალის „ფინედუს“ პროექტებში. აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში მარკეტიგნული კვლევების ლაბორატორიის ხელმძღვანელი თათია ბრეგვაძე, ჟიურის წევრის ამპლუით, ჩართული გახლდათ 2023 წლის აპრილ-სექტემბრის პერიოდში მიმდინარე „ფინედუს“ კონკურსში - „ფინანსური განათლება მხატვრულად“.
კონკურსის 87-მა მონაწილემ წარმოადგინა ფინანსური განათლების მნიშვნელობის თემატიკაზე შექმნილი მხატრული ნაწარმოებები. კონკურსის შედეგად ჟიურიმ გამოავლინა 14 ფინალისტი და 3 გამარჯვებული.
გამარჯვებულებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხრიდან გადაეცათ უნივერისტეტის ბრენდირებული საჩუქრები.
ცნობისთვის, ფინალური ღონისძიება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში 9 სექტემბერს, „ფინედუს“ 3 წლის იუბილეზე გაიმართა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება