კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი ატარებს იდეების კონკურსს მარკეტინგში.
კონკურსის მიზანია მონაწილეთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამოვლენა და განვითარება ბიზნესში.
პირველი ეტაპი - მონაწილეთა რეგისტრაცია და გუნდების ჩამოყალიბება;
მეორე ეტაპი - მინი ტრენინგი მარკეტინგსა და ბრენდინგში;
მესამე ეტაპი - საკონკურსო დავალება ადგილზე, გუნდების გადარჩევა ფინალური ეტაპისთვის;
მეოთხე ეტაპი (ფინალი) - წინასწარ შერჩეული დავალების საფუძველზე პროექტების წარდგენა, გამარჯვებულების გამოვლენა და მონაწილეთა დაჯილდოება.
დარეგისტრირდი ინდივიდუალურად ან გუნდთან (5 მონაწილე) ერთად, წარადგინე საუკეთესო პროექტი და გახდი გამარჯვებული. მონაწილეები დაჯილდოვდებიან სერტიფიკატებითა და უნივერსიტეტის ბრენდირებული ნივთებით, გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა ფულადი პრიზი.
რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/jaiZMDPEfQwWsqVn6
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 1 ივნისი
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ - საერთაშორისო მარკეტინგის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელს, რუსუდან დალაქიშვილს - Rusudan.dalakishvili@ciu.edu.ge, ოთახი # 409
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება