კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ეროვნულ ბანკთან.
ინოვაციების ბანაკის რიგით მე-14 ღონისძიება „ფინანსური წიგნიერების“ თემაზე, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID/Georgia) პროექტის „სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და ევრაზიაში“ ფარგლებში, ქალაქ ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ღონისძიებაში საქართველოს 10 სხვადასხვა სკოლის 100-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. 12 საათის განმავლობაში მათ მენტორებთან ერთად შეიმუშავეს ინოვაციური იდეები და დღის ბოლოს წარმოადგინეს პრეზენტაციის სახით. თანამშრომლობის ფარგლებში ჟიურის შემადგენლობაში იყო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი - რუსუდან დალაქიშვილი.
ჟიურის გადაწყვეტილებით გამარჯვებული გუნდი გახდა - “Human Inteligence”. ღონისძიების ფარგლებში დასახელდნენ, ასევე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ფინედუს რჩეული გუნდებიც.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რჩეულ გუნდს უნივერსიტეტისგან სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება