კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნლოგიების ფაკულტეტის სტუდენტური კვლევითი პროექტი „ბიზნეს კვლევები მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად“ აქტიურ ფაზაში შევიდა. პროექტის ფარგლებში, მონაწილეებს 4 ტრენინგი შემდეგი მიმართულებებით ჩაუტარდათ:
,,სურსათის დანაკარგები და ნარჩენები, პრობლემის მნიშვნელობა და გამოწვევები" - სპიკერი: გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია FAO-ს პოლიტიკის მრჩეველი, ჯუმბერ მარუაშვილი;
„კვლევის მეთდოლოგია“ / „მონაცემთა ანალიზი“ - სპიკერი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მარკეტინგული კვლევების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, თათია ბრეგვაძე;
„დისტრიბუციის როლი მიწოდების ჯაჭვში, პრობლემები და გამოწვევები“ - სპიკერი: საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი, ივა ჭყონია.
აღნიშნული ტრენინგები დაეხმარება მონაწილეებს საკვლევი თემატიკის -„სასურსათო ნარჩენები და დანაკარგები მიწოდების ჯაჭვებში" - უკეთ გაცნობა- გაანალიზებასა და კვლევისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებაში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება