2 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისთვის საინფორმაციო/საორიენტაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა გახსნეს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, მარიკა კლდიაშვილმა და ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელმა, თეა კასრაძემ.
შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და პროფესორები. შეხვედრის ფარგლებში გამომსვლელებმა ისაუბრეს პროგრამის უპირატესობებზე, პროგრამის შინაარსზე, კვლევით და პრაქტიკულ კომპონენტებსა და სხვა დაგეგმილ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროექტებზე.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა ალკალას უნივერსიტეტის (ესპანეთი) ეკონომიკისა და ბიზნესის დოქტორი, ბიზნესის მართვის ექსპერტი, პროფესორი მიგელ კამბა, რომელმაც დოქტორანტებს კვლევებში ჩართულობის მნიშვნელობაზე ესაუბრა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მათ პასუხისმგებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება