თუ აბიტურიენტი ხარ და ბიზნესი, მენეჯმენტი, ეკონომიკა, ფინანსები, ტურიზმი ან მარკეტინგი შენი ინტერესის სფეროა, მაშინ შემოგვიერთდი პროექტში, რომელიც სპეციალურად აბიტურიენტებისთვის ხორციელდება და მიზნად ისახავს პროფესიის არჩევის პროცესში მხარდაჭერასა და სტუდენტობისთვის მომზადებას.
კურსის მიმდინარეობისას, აბიტურიენტებს ჩაუტარდებათ ინტერაქციული ლექცია-სემინარები ბიზნესისა და ეკონომიკის მოქმედ და წარმატებულ წარმომადგენლებთან, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორიდან.
აბიტურიენტებისთვის CIU აკადემია არის შესაძლებლობა გაიცნონ მათი მომავალი პროფესია.
ერთკვირიანი პროფესიული თავგადასავალი დაგეხმარებათ შეაფასოთ რამდენად სასურველია კონკრეტული სფერო, რა გამოწვევები და შედეგები ახლავს მას თან.
სპიკერები:
დავით გვეტაძე - CIU-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
თემა: „ბიზნესი - პრობლემიდან შესაძლებლობამდე“
თარიღი: 4 მარტი, 19:00 საათი
დავით ქარცივაძე - სადაზღვევო კომპანია “იმედი L”-ის ბიზნესის განვითარების და მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელი
თემა: „ბიზნესის განვითარება“
თარიღი: 5 მარტი, 19:00 საათი
ერეკლე ზურმუხტაშვილი - ციფრული კრეატიული სააგენტო „ლივინგსტოუნის“ დირექტორი
თემა: „ციფრული მარკეტინგი, საქართველო და მსოფლიო“
თარიღი: 6 მარტი, 19:00 საათი
ირაკლი ლექვინაძე - კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი
თემა: „კონკურენციის როლი ბიზნესსა და ეკონომიკაში“
თარიღი: 7 მარტი, 19:00 საათი
შალვა ალავერდაშვილი - სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის ხელმძღვანელი, ჰოტელიერი
თემა: „ტურიზმის როლი ეკონომიკასა და ბიზნესში“
თარიღი: 9 მარტი, 20:00 საათი
მაია მელიქიძე - საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი
თემა: „ენერგეტიკის როლი ბიზნესსა და ეკონომიკაში“
თარიღი: 10 მარტი, 19:00 საათი
პროექტში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ ქალაქსა და რეგიონში მყოფ აბიტურიენტს.
ლექცია-სემინარები ჩატარდება Online, ZOOM-ის პლატფორმაზე.
გარდა თეორიული ნაწილისა, პროექტის „CIU - აკადემია აბიტურიენტებისთვის“ ფარგლებში, გაიმართება პრაქტიკული Workshop-ები, ხოლო პროექტის ბოლოს, ყველა მონაწილე მიიღებს კარიერული განვითარების პერსონალურ კონსულტაციას.
პროექტის შინაარსობრივი ნაწილი მომზადებულია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური გუნდის მიერ, CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის მხარდაჭერით.
პროექტის განხორციელების ვადები: 4 -11 მარტი
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: t.ly/qjjhR
აბიტურიენტებისთვის, პროექტში მონაწილეობას სრულად აფინანსებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი!
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება