კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ესპანური კულტურისა და განათლების ცენტრი „იბერია“ გთავაზობთ ესპანური ენის შემსწავლელ კურსს!
ესპანური ენის შესწავლით „იბერია“ ახალ შესაძლებლობებს გიხსნით პროფესიული განვითარების მიმართულებით. სექტემბრიდან შესაძლებლობა გექნებათ შეუერთდეთ სხვადასხვა გაცვლით პროგრამებს, ჩაერთოთ ახალ პროექტებში, ან უბრალოდ, ზაფხულში დაისვენოთ ესპანეთის სხვადასხვა ქალაქში, როგორც „იბერიას“ წევრებმა და ისარგებლოთ განსაკუთრებული შეთავაზებებით;
დარეგისტრირდი და არ გაუშვა შანსი ხელიდან ენის შესწავლასთან ერთად, იმოგზაურო ესპანეთში სპეციალური შეთავაზებების ფარგლებში;
ენის შესწავლასთან ერთად, ასევე გაეცანი ესპანეთის კულტურასა და ტრადიციებს;
დასწრება შესაძლებელია როგორც ონლაინ, ისე აუდიტორულ გაკვეთილებზე;
მეცადინეობები ტარდება კვირაში 2-ჯერ;
დამატებით თავისუფალ მსმენელად შეგიძლიათ დაესწროთ ნებისმიერ სხვა გაკვეთილს ქართველ ან ესპანელ მასწავლებელთან;
გაკვეთილის ხანგრძლივობა არის 1 საათი;
ჯგუფური გაკვეთილების ღირებულება - 145 ლარი (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, კურსდამთავრებულებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის მოქმედებს სპეციალური ფასდაკლება - 75 ლარი);
კავკასიის საერთაშორისოს უნივერსიტეტის ის სტუდენტები, რომლებიც ესპანურ ენას „იბერიაში“ შეისწავლიან, სხვადასხვა პროგრამებზე გამოცხადებულ კონკურსზე ისარგებლებენ უპირატესობებით;
რეგისტრაციისა და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/34Fwp2LmC6ZqqpJU6
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება