თუ აბიტურიენტი ხარ და IT მიმართულება შენი ინტერესის სფეროა, მაშინ შემოგვიერთდი პროექტში, რომელიც სპეციალურად აბიტურიენტებისთვის ხორციელდება და მიზნად ისახავს პროფესიის არჩევის პროცესში მხარდაჭერასა და სტუდენტობისთვის მომზადებას.
კურსის მიმდინარეობისას აბიტურიენტებს ჩაუტარდებათ ინტერაქციული ლექცია-სემინარები IT-ის სფეროს წარმატებულ პრაქტიკოს წარმომადგენლებთან, როგორც საჯარო ისე კერძო სექტორიდან.
აბიტურიენტებისთვის CIU აკადემია არის შესაძლებლობა გაიცნონ მათი მომავალი პროფესია.
ერთკვირიანი პროფესიული თავგადასავალი დაგეხმარებათ შეაფასოთ რამდენად სასურველია კონკრეტული სფერო, რა გამოწვევები და შედეგები ახლავს მას თან.
სპიკერები:
გიორგი კაკაშვილი - ინჟინერიის დოქტორი ინფორმატიკაში, CIU-ს ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი
თემა: „მობილური აპლიკაციები, იდეიდან სრულყოფამდე“
თარიღი: 1 აპრილი, 20:00 საათი
ნიკა ქვლივიძე - ინჟინერიის დოქტორი ინფორმატიკაში
თემა: „ელექტრონული კომერცია და ტექნოლოგიური სიახლეები“
თარიღი: 2 აპრილი, 20:00 საათი
გიორგი ბასილაძე - ინჟინერიის დოქტორი
თემა: „ინფორმაციული უსაფრთხოება და თანამედროვე გამოწვევები“
თარიღი: 3 აპრილი, 20:00 საათი
დავით გულუა - ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი
თემა: „მონაცემთა ბაზები - რა, სად, როდის?“
თარიღი: 4 აპრილი, 20:00 საათი
პროექტში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ ქალაქსა და რეგიონში მყოფ აბიტურიენტს.
ლექცია-სემინარები ჩატარდება Online, ZOOM-ის პლატფორმაზე.
გარდა თეორიული ნაწილისა, პროექტის „CIU- აკადემია აბიტურიენტებისთვის“ ფარგლებში, გაიმართება პრაქტიკული Workshop -ები, ხოლო პროექტის ბოლოს, ყველა მონაწილე მიიღებს კარიერული განვითარების პერსონალურ კონსულტაციას.
პროექტის შინაარსობრივი ნაწილი მომზადებულია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური გუნდის მიერ, CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის მხარდაჭერით.
პროექტის განხორციელების ვადები: 1-6 აპრილი
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: t.ly/qjjhR
აბიტურიენტებისთვის, პროექტში მონაწილეობას სრულად აფინანსებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი!
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება