კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი რიგით მე-2 ზამთრის ონლაინ სასკოლო ბანაკს მასპინძლობს. 6 დეკემრიდან 27 დეკემბრის ჩათვლით, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს, (დღეში ორი აკადემიური საათით, ყოველი ორშაბათი და ოთხშაბათი საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ აქტუალურ და მრავალფეროვან სასწავლო კურსში. პროექტის ფარგლებში, CIU სასწავლო ვაუჩერების სრული საპრიზო ფონდი შეადგენს 4000 ლარს.
პროექტის განრიგი:
I ეტაპი - ელექტრონული რეგისტრაცია;
II ეტაპი - დღის წესრიგით გათვალისწინებული სასწავლო კურსის გავლა;
IV ეტაპი - ტესტირება, მონაწილეების სერტიფიცირება;
V ეტაპი - სამი საპრიზო ადგილის გამოცხადება/დაჯილდოება;
VI ეტაპი - გუნდური კონკურსი სკოლების სახელით.
I ადგილი - CIU სასწავლო ვაუჩერი - 500 ლარის ოდენობით
II ადგილი - CIU სასწავლო ვაუჩერი - 300 ლარის ოდენობით
III ადგილი - CIU სასწავლო ვაუჩერი - 200 ლარის ოდენობით
პროექტის შინაარსი:
6/12/2021
თემა: პროექტის აღწერა / გაცნობითი ხასიათის შეხვედრა; ქართული მევენახეობა-მეღვინეობა.
მენტორები: ლაშა ბოდაველი (პროექტის მენეჯერი), საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის კოორდინატორი,
ოლანი გოცირიძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანი.
8/12/2021
თემა: ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტექნოლოგია
მენტორი: საბა ქიტიაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტო - სადეგუსტაციო კომისიის წევრი; ღვინის კომპანია შუმი - ბრენდ ამბასადორი; შპს სფრინგ ფილდს - დამფუძნებელი / მთავარი მეღვინე.
13/12/2021
თემა: ქართული ვაზი
მენტორი: შენგელი კიკილაშვილი, ამპელოგრაფი, ღვინის კომპანია“შუმი“
15/12/2021
თემა: ქვევრის დამზადების ტექნოლოგია, კვლევები და ისტორია
მენტორი: ნიკა ხატიაშვილი, შპს ეთნო ოკამი - დამხმარე სპეციალისტი
20/12/2021
თემა: მომხმარებელთა ქცევა ღვინის შესყიდვისას
მენტორი: გვანცა ლოთუაშვილი, შპს ეთნო ოკამი - საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის უფროსი
22/12/2021
თემა: ღვინის ტურიზმი
მენტორი: ქრისტინე ჯანელიძე, საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის მაგისტრი
27/12/2021
გუნდური შეჯიბრების საპრიზო ფონდი შეადგენს 3000 ლარს, რომელიც გამარჯვებულ გუნდის წევრებზე CIU-ს სასწავლო ვაუჩერების სახით გადანაწილდება.
პროექტში მონაწილე ყველა მოსწავლეს გადაეცემა სერტიფიკატი.
პროექტის მენეჯერი: ლაშა ბოდაველი lasha.bodaveli@ciu.edu.ge
პროექტის სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/aujsJJLgAUJhNCjL6
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება