2023-2024 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტების მიღებას სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე ჩონამის ეროვნულ უნივერსიტეტში (გუონჯუ, ჩონამის პროვინცია, სამხრეთ კორეა).
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს: ფარმაციის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა, სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა, სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა, მენეჯმენტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა, ფინანსების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა, ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა.
აკადემიური მობილობის ფარგლებში მოხდება განვლილი კურსებისა და კრედიტქულების აღიარება უნივერსიტეტებს შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე.
სწავლის ხანგრძლივობა - 1 სემესტრი.
სააპლიკაციო დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადაა - 29 ოქტომბერი, 2023 წელი.
სააპლიკაციო დოკუმენტები (pdf ფორმატით) მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ird@ciu.edu.ge . აპლიკანტებმა სათაურის ველში უნდა მიუთითონ - განაცხადი „ჩონამის ეროვნული უნივერსიტეტი“.
სააპლიკაციო დოკუმენტები:
ფინანსური პირობები:
წინაპირობა | წახალისება | |
1 | კონკურსს შედეგების მიხედვით 1 ადგილზე გასვლა + მინ. GPA 3,5 | სემესტრული სწავლის საფასური + ორმხრივი ბილეთები + საცხოვრებლის თანადაფინანსება თვეში 100 ევროს ფარგლებში (5თვე) + სამოგზაურო დაზღვევა + პარტნიორ უნივერსიტეტში საგნის დაუმთხვევლობის შემთხვევაში CIU-ში 5 საგნის საფასურის კრედიტულად დაფარვა. |
2 | კონკურსს შედეგების მიხედვით პირველ სამეულში გასვლა + მინ. GPA 3,2 | სემესტრული სწავლის საფასური + ორმხრივი ბილეთები + სამოგზაურო დაზღვევა + პარტნიორ უნივერსიტეტში საგნის დაუმთხვევლობის შემთხვევაში CIU-ში 3 საგნის გავლის საფასურის კრედიტულად დაფარვა. |
3 | კონკურსს შედეგების მიხედვით პირველ სამეულში გასვლა + მინ. GPA 3,0 | სემესტრული სწავლის საფასური + პარტნიორ უნივერსიტეტში საგნის დაუმთხვევლობის შემთხვევაში CIU-ში 3 საგნის გავლის საფასურის კრედიტულად დაფარვა. |
4 | კონკურსს შედეგების მიხედვით შერჩეული + მინ. GPA 2,5 | პარტნიორ უნივერსიტეტში საგნის დაუმთხვევლობის შემთხვევაში CIU-ში 3 საგნის გავლის საფასურის კრედიტულად დაფარვა. |
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს (507-ე ოთახი), ird@ciu.edu.ge, +995 598 56 42 95.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება