კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და სს „პაშა ბანკ საქართველოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში, გაგრძელდება პაშა ბანკსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით. ბანკი მონაწილეობას მიიღებს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმებში, კარიერის დღეებში, საინფორმაციო შეხვედრებში და სხვ.
აღსანიშნავია, რომ „პაშა ბანკი საქართველო“ 2021 წლის 30 ნოემბერს მონაწილეობას იღებდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით გამართულ „ვირტუალურ კარიერის დღეში“, სადაც სტუდენტებს ჰქონდათ საშუალება სხვადასხვა კომპანიების, მათ შორის, პაშა ბანკის წარმომადგენლებისგან მიეღოთ საკადრო პოლიტიკაზე, მიმდინარე და დაგეგმილ ვაკანსიებზე ამომწურავი ინფორმაცია.
მემორანდუმს ხელი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა, ვახტანგ წივწივაძემ და „პაშა ბანკი საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ შურღაიამ მოაწერეს.
შეგახსენებთ, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი თანამშრომლობს 200-ზე მეტ კომპანიასთან სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება