19 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის, გიორგი აბაშიშვილის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა სტუდენტებთან.
ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე, გიორგი აბაშიშვილმა ფაკულტეტის სამომავლო გეგმებსა და უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობაზე, კარიერული განვითარებისა და დასაქმების შესაძლებლობებზე, სტუდენტების ფაკულტეტის ახალ ინიციატივებში ჩართულობის შეთავაზებებსა და სასწავლო კურსებში პრაქტიკული კომპონენტის ინტეგრირებაზე ისაუბრა. ასევე, დეკანმა „ პროგრამა მეტი ინტერნაციონალიზაციისათვის“ ფარგლებში სტუდენტებს ფაკულტეტის ახალი პარტნიორები წარუდგინა.
ბიზნესის ფაკულტეტის განახლებული კონცეფციის ფარგლებში დეკანმა, წარმოადგინა სტუდენტური დასაქმების სრულიად ახალ სამდონიან მოდელი,"დაიწყე პრაქტიკა სწავლასთან ერთად" , რომელიც ეყრდნობა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი HR კომპანიის წარმატებულ და აპრობირებულ პრაქტიკას.
დეკანმა ფაკულტეტის ბაზაზე „ბიზნესისა და ეკონომიკის კვლევების ცენტრის“ ამოქმედებაზეც ისაუბრა , რომელიც აერთიანებს ხუთ ლაბორატორიას: ფინანსური განათლების ლაბი, ბიზნეს მედია ლაბი, დუალური განათლების ლაბი, მეწარმეობის და ინოვაციების ლაბი, მარკეტინგის ლაბი. თითოეული ლაბორატორია განახორციელებს პროექტებს მჭიდრო თანამშრომლობით ცნობილ და აღიარებულ ადგილობრივ და საერთაშრისო პარტნიორებთან.
აღსანიშნავია, რომ ბიზნეს ინსტიტუტმა უკვე მოიპოვა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნეს გამოცემის ბიზნეს ინსაიდერის „კვლევის მხარდამჭერი ლიცენზია“ (“INSIDER Research Support License“).
შეხვედრა ორ ეტაპად, როგორც დასწრებულ, ასევე, ელექტრონულ ფორმატში გაიმართა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება