კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტების მიღებას Erasmus+ სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე ნოვი სონჩის ბიზნესის სკოლა - ლუის ეროვნულ უნივერსიტეტში (ნოვი სონჩი, პოლონეთი).
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ კსუ-ს ბიზნესის ფაკულტეტის მენეჯმენტის საბაკალავრო და საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს.
სწავლის ხანგრძლივობა - 1 სემესტრი (2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი)
საკონკურსო ადგილების რაოდენობა - 1
დაფინანსება - სრული (მგზავრობა, დაზღვევა, ცხოვრება) (4 000 EUR + 275 EUR)
მონაწილეობის მსურველებმა 2021 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით ელ.ფოსტის მისამართზე ird@ciu.edu.ge უნდა გამოგაგზავნონ შემდეგი სააპლიკაციო დოკუმენტები (pdf ფორმატით):
• პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი
• ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე);
• ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
• სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
• CV (ინგლისურ ენაზე).
მონაწილეობის შერჩევა ხდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
• აკადემიური მოსწრება;
• ენობრივი კომპეტენცია;
• მოტივაცია.
ინფორმაცია კონკურსის შემდგომი ეტაპების შესახებ მონაწილეებს მიეწოდებათ ელ. ფოსტის მისამართებზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით კსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს (507-ე ოთახი), ird@ciu.edu.ge , +995 598 56 42 95.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება