კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტების მიღებას Erasmus+ სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე ნოვი-სონჩის ბიზნესის სკოლა - ლუის ეროვნულ უნივერსიტეტში (ნოვი-სონჩი, პოლონეთი).
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების (მათ შორის ინფორმაციული ტექნოლოგიების) ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს.
სწავლის ხანგრძლივობა - 1 სემესტრი (2023 -2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი)
საკონკურსო ადგილების რაოდენობა - 1 (ერთი)
მონაწილეობის მსურველებმა 2023 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით ელ.ფოსტის მისამართზე ird@ciu.edu.ge უნდა გამოგაგზავნონ შემდეგი სააპლიკაციო დოკუმენტები (pdf ფორმატით):
• პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
• ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე);
• ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
• სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
• CV (ინგლისურ ენაზე).
მონაწილეობის შერჩევა ხდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
• აკადემიური მოსწრება;
• ენობრივი კომპეტენცია;
• მოტივაცია.
ინფორმაცია კონკურსის შემდგომი ეტაპების შესახებ მონაწილეებს მიეწოდებათ ელ.ფოსტის მისამართებზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით CIU-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს (507-ე ოთახი), ird@ciu.edu.ge (+995 32) 2 022115 (შიდა 109)
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება