კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას ზამთრის სკოლაში „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“.
პერიოდი: 5-10 თებერვალი, 2024 წელი;
სკოლის პროგრამა
5 თებერვალი
12:00 - ზამთრის სკოლის გახსნა, ქალაქ თბილისის საკრებულოს სხდომათა დარბაზი, თავისუფლების მოედანი;
მისალმება:
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ტყემალაძე;
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი - კახაბერ კორძაია;
მოდერატორი: თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე - თინათინ ნიბლოშვილი;
ტექნიკური საკითხების გაცნობა: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის უფროსი - მარიამ ჯაჭვაძე;
12:30 - თემა: „დედაქალაქის საკრებულოს მუშაობის სტრუქტურა და თავისებურებანი“;
მომხსენებელი: თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე - რევაზ სოხაძე;
14:00 - შესვენება;
14:30 - მომხსენებლები:
თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე - ლევან ჟორჟოლიანი;
თბილისის საკრებულოს წევრი - არჩილ გორდულაძე;
16:00 - დღის შეჯამება.
6 თებერვალი
101 აუდიტორია
ადგილი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი: ჩარგლის ქუჩა #73, თბილისი;
14:00 - თემა: „მუნიციპალური სამართლის საფუძვლები“;
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი - ლაშა მარგიშვილი;
15:30 - შესვენება;
16:00 - თემა: „ქალაქ თბილისის მერიის მუშაობის თავისებურებანი“;
17:30 - პრაქტიკული ჯგუფური დავალებები;
თემა: „მუნიციპალიტეტების განვითარების ხედვა“;
მოდერატორი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი - ბაკურ ხუბულავა.
7 თებერვალი
101 აუდიტორია
14:00 - თემა: „ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების დასავლური მაგალითები“;
მომხსენებელი: ექსპერტი ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში - ნინო ლოლაძე;
15:30 - შესვენება;
16:00 - თემა: „ადგილობრივი თვითმმართველობის ჰერალდიკური ნიშნები და მათი შექმნის თავისებურებანი“;
მომხსენებელი: საქართველოს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე - მამუკა გონგაძე;
17:30 - დღის შეჯამება.
8 თებერვალი
101 აუდიტორია
14:00 - პრაქტიკული ჯგუფური სამუშაოს პრეზენტაციები;
15:30 - შესვენება;
16:00-18:00 - პრაქტიკული ჯგუფური სამუშაოს პრეზენტაციები;
მოდერატორი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი - ბაკურ ხუბულავა.
9 თებერვალი
305 - აუდიტორია
16:00-17:30 - პანელური დისკუსია: „რეგიონები და თვითმმართველობა“
მომხსენებლები:
ქალაქ ფოთის მერი - ბექა ვაჭარაძე;
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - თენგიზ მთვარელიშვილი;
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი - მაცაცო ნარიმანიძე;
მოდერატორი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი - გიორგი ფარეშიშვილი;
დისკუსია/კითხვა-პასუხი;
17:30 - შესვენება;
18:00 - დღის შეჯამება.
10 თებერვალი - სკოლის დახურვა;
გასვლითი ტური: ქალაქი რუსთავი;
13:00 - საჯარო ლექცია თემაზე: „ნიკო ნიკოლაძე - „ერთობა, თვითმოქმედება, თვითმმართველობა““;
მომხსენებელი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი, ნიკო ნიკოლაძის საზოგადოების თავმჯდომარე - გიორგი ფარეშიშვილი;
14:00 - მონაწილეთა დაჯილდოება ქალაქ რუსთავის მერიის დარბაზში;
შეხვედრა ქალაქ რუსთავის მერთან - ნინო ლაცაბიძესთან;
16:00 - ზამთრის სკოლის დახურვისადმი მიძღვნილი ვახშამი.
ტექნიკური საკითხები:
CIU-ს ზამთრის სკოლაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტს;
სკოლის მონაწილეები შეირჩევიან სამოტივაციო წერილის საფუძველზე და მიმღები კომისიის მიერ დადგენილი რეგიონული და საუნივერსიტეტო კვოტების გათვალისწინებით;
იხილეთ სარეგისტრაციო ბმული: https://shorturl.at/oCEKZ
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 19 იანვარი;
შერჩეული აპლიკანტი პროექტში მონაწილეობის შესახებ პასუხს მიიღებს 26 იანვარს რეგისტრაციისას მითითებულ ელფოსტაზე;
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია!
სკოლა სრულად დაფინანსებულია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ!
სკოლის მხარდამჭერი: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო;
სკოლის კურატორები: ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე - თინათინ ნიბლოშვილი; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი, ნიკო ნიკოლაძის საზოგადოების თავმჯდომარე - გიორგი ფარეშიშვილი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება