განცხადება აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შესახებ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად
ვიწრო სფერო - ბიზნესი და ადმინისტრირება
სწავლის სფერო - მენეჯმენტი
ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე – 1 ვაკანსია.
ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე – 3 ვაკანსია.
კონკურსი ცხადდება 2023 წლის 02 ნოემბრიდან
აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველებმა 2023 წლის 04 დეკემბრიდან 2023 წლის 08 დეკემბრის ჩათვლით კონკურსანტთა საბუთების მიმღებ კომისიას უნდა წარუდგინონ შემდეგი
დოკუმენტები:
1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შესაბამისი სწავლის სფეროსა და აკადემიური თანამდებობის მითითებით;
2. ავტობიოგრაფია (CV);
3. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
4. ერთი ფოტოსურათი;
5. კვალიფიკაციის დამადასტურებელი ყველა საგანმანათლებლო დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტთან / დოკუმენტებთან ერთად წარმოდგენილ უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;
7. ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შესახებ, არსებობის შემთხვევაში;
8. საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებში, სასერთიფიკატო კურსებსა თუ თრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, არსებობის შემთხვევაში. თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, სასერთიფიკატო კურსებსა და თრენინგებში მონაწილეობა;
9. სამეცნიერო სტიპენდიებისა და გრანტების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, არსებობის შემთხვევაში.
10. ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის
ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ.
ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:
ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:
თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს:
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
1. წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით კონკურსანტთა შერჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად);
2. პირველ ეტაპზე შერჩეული კონკურსანტების საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება (ონლაინ).
კონკურსის პირობები:
საკონკურსო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებში;
ძირითად კრიტერიუმებთან კონკურსანტების განაცხადების შესაბამისობის დადგენის მიზნით, დოკუმენტაციის გადარჩევა მოხდება საკონკურსო კომისიის მიერ.
კონკურსის პირველი ეტაპი (საკონკურსო დოკუმენტაციის შესწავლა) ჩატარდება 2023 წლის 11 დეკემბერს; კონკურსის მეორე ეტაპი, საჭიროების შემთხვევაში ჩატარდება 2023 წლის 12 დეკემბერს;
შედეგები გამოქვეყნდება 2023 წლის 13 დეკემბერს;
კონკურსანტთა საბუთების მიღება იწარმოებს მისამართზე, ქ. თბილისი, ჩარგლის ქუჩა #73, VII სართული, ოთახი # 701
ტელ.: 2 61-12-98; 2 30-86-41; 2 10-52-03
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება