განცხადება აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის
შესახებ
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად
ვიწრო სფერო - ენები
სწავლის სფერო - ინგლისური ფილოლოგია
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 2 ვაკანსია;
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 6 ვაკანსია;
ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 6 ვაკანსია;
ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე - 3 ვაკანსია.
ვიწრო სფერო - ენები
სწავლის სფერო - ქართული ფილოლოგია
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 1 ვაკანსია.
ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე - 1 ვაკანსია.
ვიწრო სფერო - ჰუმანიტარული მეცნიერებები (ენების გარეშე)
სწავლის სფერო - ისტორია
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 1 ვაკანსია.
ვიწრო სფერო - სოციალური და ქცევითი მეცნიერებები
სწავლის სფერო - სოციალური მეცნიერებები
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 1 ვაკანსია.
ვიწრო სფერო - სოციალური და ქცევითი მეცნიერებები
სწავლის სფერო - საერთაშორისო ურთიერთობები
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 1 ვაკანსია;
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 1 ვაკანსია.
ვიწრო სფერო - სოციალური და ქცევითი მეცნიერებები
სწავლის სფერო - უსაფრთხოების კვლევები
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 1 ვაკანსია.
ვიწრო სფერო - ინტერდისციპლინური
სწავლის სფერო - კონფლიქტოლოგია
ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 1 ვაკანსია.
კონკურსი ცხადდება 2023 წლის 15 სექტემბრიდან აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველებმა 2023 წლის 17 ოქტომბრიდან 2023 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით კონკურსანტთა საბუთების მიმღებ კომისიას უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტები:
1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შესაბამისი სწავლის სფეროსა და აკადემიური თანამდებობის მითითებით;
2. ავტობიოგრაფია (CV);
3. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
4. ერთი ფოტოსურათი;
5. კვალიფიკაციის დამადასტურებელი ყველა საგანმანათლებლო დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტთან / დოკუმენტებთან ერთად წარმოდგენილ უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;
6. სამეცნიერო–პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;
7. ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შესახებ;
8. საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებში, სასერთიფიკატო კურსებსა თუ თრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, სასერთიფიკატო კურსებსა და თრენინგებში მონაწილეობა);
9. სამეცნიერო სტიპენდიებისა და გრანტების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, არსებობის შემთხვევაში;
10. ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის
ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ.
პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:
ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:
ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:
კონკურსანტი იყოს იმ სფეროს / საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტი, რომლის ფარგლებშიც სურს აკადემიური თანამდებობის დაკავება.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
1. წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით კონკურსანტთა შერჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად);
2. პირველ ეტაპზე შერჩეული კონკურსანტების საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება/საჩვენებელი ლექციის ჩატარება (ონლაინ, საჭიროების შემთხვევაში).
კონკურსის პირობები:
საკონკურსო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებში;
ძირითად კრიტერიუმებთან კონკურსანტების განაცხადების შესაბამისობის დადგენის მიზნით, დოკუმენტაციის გადარჩევა მოხდება საკონკურსო კომისიის მიერ.
კონკურსის პირველი ეტაპი (საკონკურსო დოკუმენტაციის შესწავლა) ჩატარდება 2023 წლის 27-28 ოქტომბერს.
კონკურსის მეორე ეტაპი (საჭიროების შემთხვევაში) ჩატარდება 2023 წლის 30 ოქტომბერს;
შედეგები გამოქვეყნდება 2023 წლის 31 ოქტომბერს.
კონკურსანტთა საბუთების მიღება იწარმოებს მისამართზე,
ქ. თბილისი, ჩარგლის ქუჩა #73, VII სართული, ოთახი # 701
ტელ.: 2 61-12-98; 2 30-86-41; 2 10-52-03
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება