7 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროგრამის - „ჰორიზონტი ევროპა“ - საქართველოს ეროვნული ოფისის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ გახსნა, რომელმაც „ჰორიზონტი ევროპის“ საქმიანობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ეროვნული ოფისის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი საქმიანობისთვის.
საინფორმაციო შეხვედრის მოხსენებების ნაწილი „ჰორიზონტი ევროპის“ საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა, ნინო ინასარიძემ და მისმა მოადგილემ, კოორდინატორმა საპარტნიორო მიმართულებით, ლუკა ქემოკლიძემ გახსნეს თემით: „ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი ევროპა“ - ზოგადი მიმოხილვა“.
შეხვედრის მომხსენებლებს შორის იყვნენ ასევე თეონა მაისურაძე, ნინო ნანავა, თამარ ბერბერაშვილი და ელენე ჩერქეზია, რომლებმაც პროგრამის სხვადასხვა აქტივობა და კლასტერი მიმოიხილეს.
ცნობისთვის, „ჰორიზონტი ევროპა“ კვლევისა და ინოვაციების დარგში ევროკავშირის ძირითადი დაფინანსების პროგრამაა, რომლის ბიუჯეტი 95,5 მილიარდი ევროა. აღნიშნული თანხა, შვიდი წლის განმავლობაში (2021-2027) გრანტების სახით გაიცემა.
პროგრამა მხარს უჭერს ევროკავშირის პოლიტიკის შექმნასა და განხორცილებას კვლევებისა და ინოვაციების სფეროში, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების, ახალი ცოდნისა და ტექნოლოგიების შექმნისა და გავრცელების გზით.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართულ საინფორმაციო შეხვედრას უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი ესწრებოდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება