კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) ბაზაზე წლებია ფუნქციონირებს ესპანური განათლებისა და კულტურის ცენტრი „იბერია“, რომელიც 2008 წელს მადრიდში დაარსდა და დღესდღეობით თანამშრომლობს ესპანეთის წამყვან უნივერსიტეტებსა და ენის სასწავლო ცენტრებთან.
ცენტრის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ესპანური ენისა და კულტურის განვითარებას და კავშირების გაძლიერებას.
ცენტრი CIU-ს სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს სთავაზობს:
პროგრამის ხანგრძლივობა:
აღსანიშნავია, რომ თითოეული სასწავლო დონიდან საუკეთესო სტუდენტი, რომელიც გამოვლინდება ლექტორის რეკომენდაციით, 1 კვირით ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაემგზავრება. ესპანეთში ყოფნის ხარჯებს, ბილეთის საფასურის გარდა, სრულად ფარავს ცენტრი „იბერია“.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfOTbg_lCR489Cm6mpnZZiLK_faJvwpcgAmp3Zj_NcRlCA6tA/viewform
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 568618086
P.S. ცენტრი CIU-ს სტუდენტებს ასევე სთავაზობს მათზე მორგებულ სხვადასხვა პროგრამას, რომელთა ფარგლებშიც შესაძლებელია საერთაშორისო სერტიფიკატის აღება, საზაფხულო სკოლებში მონაწილეობა, სტაჟირებების გავლა ესპანეთში, სტუმარი სტუდენტის სტატუსით სარგებლობა და უფასო კონსულტაციები ესპანეთთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება