22 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში შეერთებული შტატებისა და კანადის შესწავლის ინსტიტუტის (USACA) მიერ გამოცემული წიგნის - „კანადა“ - პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნული სახელმძღვანელო მოიცავს საკითხთა ფართო სპექტრს: კანადის ისტორიას, კონსტიტუციურ ჩარჩოს, ლიტერატურას, მეღვინეობას, სამართლებრივ და გენდერულ საკითხებს.
შეერთებული შტატებისა და კანადის შესწავლის ინსტიტუტი, რომელიც 2017 წელს დაფუძნდა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ერთეულია, რომელსაც ხელმძღვანელობს ასოცირებული პროფესორი, დოქტორი ნანა პარინოსი. ჯგუფში ხშირია რებრენდინგი, რაც გულისხმობს USACA-ში სტუდენტების ახალი ნაკადის მიღებას. აღნიშნული სახელმძღვანელოს ავტორებია: ნანა პარინოსი, ციცინო ბუკია, ანი გაგნიძე, ანი კიბორძალიძე, ნიკა ვაჩიბერაძე, ლადო კვიკვინია.
ღონისძიება გახსნა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა კახაბერ კორძაიამ. შემდეგ სიტყვა გადაეცათ სტუდენტებს, რომლებიც გაეცნენ აღნიშნულ სახელმძღვანელოს. აღნიშნულმა სტუდენტთა გუნდმა, რომელიც შედგებოდა პირველ და მეოთხეკურსელებისგან, ისაუბრა წიგნის ღირებულებაზე და მათ შთაბეჭდილებებზე. სტუმრებს შორის იმყოფებოდა საქართველოს გამოჩენილი მეცნიერი ირაკლი კენჭოშვილი.
ღონისძიების დასასრულს სიტყვით გამოვიდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი, ბატონი ვახტანგ წივწივაძე, რომელმაც აღნიშნული სახელმძღვანელოს როლზე ისაუბრა და USACA-ს გუნდს მეტი ამგვარი პროდუქტის შექმნისკენ მოუწოდა.
წიგნის პრეზენტაციას უნივერსიტეტის ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება