კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ღვინის ტურიზმის სასერტიფიკატო ტრენინგკურსი მიმდინარეობს. ტრენინგი წარმოადგენს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU), საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციისა (GETA) და საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის (GAG) ერთობლივ პროექტს, რომელსაც ქართველი და ესპანელი ტრენერები უძღვებიან.
კურსის ფარგლებში მონაწილეებმა შეისწავლეს როგორია ღვინის ტურიზმის ისტორია საერთაშორისო ჭრილში; როგორ ხდება ღვინის ტურიზმის პროდუქტების შექმნა და ბაზარზე გატანა; ღვინის ტურიზმის მარკეტინგი, ვიზიტორების სეგმენტირება, მომსახურების კულტურის შექმნა და ასევე, ღვინის დეგუსტაციის ხელოვნება, რომლის ფარგლებშიც შეასრულეს სენსორიკის გასაუმჯობესებელი პრაქტიკული სავარჯიშოები.
კურსის ფარგლებში კიდევ სამი შეხვედრაა დარჩენილი, სადაც მონაწილეები შეისწავლიან ღვინის დეგუსტაციასა და სერვირებას პრაქტიკაში. ასევე გასტრონომიული ტურიზმის ფარგლებში ჩაუტარდებათ მასტერკლასი - ქართული ყველის შეხამება ქართულ ღვინოსთან.
ტრენინგკურსის ბოლო საკონტაქტო შეხვედრა გაიმართება „იაგოს მარანში“ (მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ჩარდახი), სადაც დაათვალიერებენ მარანს, დააგემოვნებენ ღვინოს და მოისმენენ გამოცდილი მეღვინის გამოცდილებას. აქვე გაიმართება ფინალური გამოცდა, რის შედეგადაც გამოვლენილი 4 წარმატებული მსმენელი გაემგზავრება ესპანეთში უფასო ორკვირიანი პროფესიული პრაქტიკის გასავლელად.
აღსანიშნავია, რომ კურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU), საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციისა (GETA) და საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის (GAG) ორენოვანი სერტიფიკატი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება