21 დეკემბერს „მონოჰოლში“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საახალწლო წვეულება გაიმართა.
ღონისძიებას 2000-ზე მეტი ქართველი და უცხოელი სტუდენტი დაესწრო, მათ ამაღლებულ განწყობაზე კი ბენდმა „ნონსტოპმა“ იზრუნა, ბოლოს კი საღამო DJ-მ დახურა.
ღონისძიებაზე სტუდენტებს მიესალმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია. ასევე, სიტყვით წარდგნენ: ახალგაზრდობის, სპორტისა და კულტურის სამსახურის კოორდინატორი ზურაბ ქავთარია, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი დიმიტრი ხუბულავა და „სტუდენტი მენტორის“ ხელმძღვანელი თათია კოკობინაძე.
ღონისძიებას სტუდენტებთან ერთად უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი ესწრებოდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება