საქართველოდან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, მსოფლიოს სხვა უნივერსიტეტებთან ერთად, Global Conversations-ის მე-8 რაუნდზე, დეპოლის უნივერსიტეტის (აშშ) პარტნიორია.
აღნიშნულ საკითხზე მხარეები CIU-ს ჟურნალისტიკის მიმართულების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელის, პროფესორ ზაზა ცოტნიაშვილის აშშ-ში ვიზიტის დროს შეთანხმდნენ, რაც ამჯერად აშშ-დან ოფიციალური მოწვევის წერილით დადასტურადა.
თანამშრომლობის შედეგად, სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, გაზაფხულის სემესტრში მიიღონ მონაწილეობა ონლაინ სესიებში, მოუსმინონ მსოფლიოში ცნობილ პროფესორებს, დაუმეგობრდნენ თანატოლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და მიიღონ/გაიუმჯობესონ ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით.
კონკრეტული სასწავლო კურსები და დისკუსიის თემატიკა გამოქვეყნდება რაუნდის დაწყებამდე. სტუდენტები რეგისტრაციის შემდეგ მიიღებენ დასწრების ბმულს, ხოლო წარმატებული მონაწილეობის შემთხვევაში, გადაეცემათ დეპოლის უნივერსიტეტის სერტიფიკატები.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება