2023 წელს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ჩაერთო პროექტში „Consulting Services for Promoting Internationalization of Higher Education“, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო „საქართველო - ინოვაცია, ინკლუზია და ხარისხი“ პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას და მოიცავს სამ ძირითად ამოცანას: ერთობლივი სადოქტორო პროგრამის შემუშავება განათლებისა და მეცნიერების მენეჯმენტში, სპეციალობის ინგლისური ენის მოდულების და მეწარმეობის მოდულების შემუშავება და საერთაშორისო სეზონური სკოლების შემუშავება და განხორციელება დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მკვლევარებისთვის.
პროექტის პირველ ეტაპზე განხორციელდა საქართველოს უსდ-ების ინსტიტუციური კვლევა და შეფასება სხვადასხვა კომპონენტებით - სწავლა და სწავლება, განათლება, კვლევა, მატერიალური და ადამიანური რესურსები და ა.შ. მეორე ეტაპზე განხორციელდა პროექტში ჩართული უსდ-ებისთვის ონლაინ ვორქშოპების ჩატარება და პროექტის მიზნების გაცნობა, პროექტის მესამე ეტაპზე კი შეირჩა რამდენიმე უნივერსიტეტი, რომლებიც პროექტით დასახულ ამოცანებს განახორციელებენ უცხოელ კონსულტანტებთან თანამშრომლობით.
პროექტის მეორე ამოცანის განსახორციელებლად კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი შეირჩა. CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაზაზე, პროექტის საერთაშორისო ექსპერტებთან, University College London Consultants-ის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით შემუშავდება „ბიზნესინგლისურის“ და „მეწარმეობის“ ე.წ. Benchmark მოდულები, რომლებიც პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოს სხვა უსდ-ებს შეეთავაზება როგორც გზამკვლევი აღნიშნული მოდულების დანერგვისას.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება