კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2023-2024 სასწავლო წლისთვის აცხადებს დამატებით მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:
შენიშვნა: დამატებით მიღებაზე არ დაიშვება კანდიდატი, ვინც ძირითად მიღებაზე ვერ გადალახა შიდა საუნივერსიტეტო გამოცდ(ებ)ის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
სამართლის სამაგისტრო პროგრამა
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 40 ადგილი;
სწავლის წლიური საფასური: 2500 ლარი;
მიღების წინაპირობა: სამართლის ბაკალავრის ხარისხი; სპეციალობის შიდა გამოცდა.
საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამა
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 20 ადგილი;
სწავლის წლიური საფასური: 2500 ლარი;
მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდა გამოცდა.
მედიის კვლევებისა და მულტიმედია წარმოების სამაგისტრო პროგრამა
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 10 ადგილი;
სწავლის წლიური საფასური: 2500 ლარი;
მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდა გამოცდა.
გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 10 ადგილი;
სწავლის წლიური საფასური: 3000 ლარი;
მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდა გამოცდა და B2 დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი ინგლისურ ენაში. (სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში, მაგისტრატურაზე ჩარიცხვის მსურველმა უნდა დაწეროს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ენების ცენტრის მიერ შედგენილი ინგლისური ენის B2 დონის განმსაზღვრელი ტესტი).
საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 20 ადგილი;
სწავლის წლიური საფასური: 2500 ლარი;
მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდა გამოცდა.
საერთაშორისო მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამა
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 10 ადგილი;
სწავლის წლიური საფასური: 2500 ლარი;
მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდა გამოცდა.
საერთაშორისო მარკეტინგის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 10 ადგილი;
სწავლის წლიური საფასური: 3500 ლარი;
მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდა გამოცდა და B2 დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი ინგლისურ ენაში. (სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში, მაგისტრატურაზე ჩარიცხვის მსურველმა უნდა დაწეროს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ენების ცენტრის მიერ შედგენილი ინგლისური ენის B2 დონის განმსაზღვრელი ტესტი).
ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამა
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 10 ადგილი;
სწავლის წლიური საფასური: 2500 ლარი;
მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდა გამოცდა.
საბუთების მიღება განხორციელდება 2023 წლის 22 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა) შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატში (მისამართზე: თბილისი, ჩარგლის ქ. #73.) ან ელექტრონულად.
სპეციალობაში და ინგლისურ ენაში გამოცდა ჩატარდება 27 სექტემბერს.
ჩარიცხვის უფლებამოპოვებულ კანდიდატთა მხრიდან ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის ვადად განსაზღვრულია 28-29 სექტემბერი.
უნივერსიტეტში რეგისტრაციის დროს წარმოსადგენი აუცილებელი დოკუმენტაცია:
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
2 ცალი ფოტოსურათი 3X4; როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული ვერსია (დისკით);
სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
ბაკალავრის დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი და დიპლომის დანართის ასლი / ცნობა კურსდამთავრებულის შესახებ;
B2 დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი ინგლისურ ენაში (იმ პროგრამებზე, სადაც მიღების წინაპირობაა ინგლისური ენის ცოდნა). სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში, მაგისტრატურაზე ჩარიცხვის მსურველმა უნდა დაწეროს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ენების ცენტრის მიერ შედგენილი ინგლისური ენის B2 დონის განმსაზღვრელი ტესტი.
ონლაინ რეგისტრაციის შემთხვევაში სარეგისტრაციო დოკუმენტაციის გადაგზავნა შესაძლებელია შემდეგ ელ. ფოსტის მისამართებზე:
მედიცინის ფაკულტეტი |
|
ბიზნესის ფაკულტეტი |
|
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი |
|
მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი |
შენიშვნა: დოკუმენტები უნდა იყოს დასკანერებული ან მაღალი რეზოლუციის ფოტოების სახით.
მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელსაც საბაკალავრო საფეხური დასრულებული აქვს წარჩინებით (კსუ-ს კურსდამთავრებულის შემთხვევაში 3.5 ან მეტი GPA), კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე ისარგებლებს 50%-იანი შიდა გრანტით, ორი სასწავლო წლის მანძილზე.
გამოცდის ფორმის, ჩასაბარებელი მასალისა და შეფასების კრიტერიუმების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
სამართლის სამაგისტრო პროგრამა;
საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამა;
მედიის კვლევები და მულტიმედია წარმოების სამაგისტრო პროგრამა;
გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა;
საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა;
საერთაშორისო მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამა;
ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება