20 მარტს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დავით სარაჯიშვილის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე, საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია “Aramex Georgia“-ს საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
აუდიტორიის წინაშე წარდგნენ კომპანიის გენერალური დირექტორი ლიკა უსეინაშვილი და კლიენტებთან ურთიერთობის მთავარი მენეჯერი ნუგზარ ჩიღუნაძე. მათ სტუდენტებს გაუზიარეს ინფორმაცია ისეთ საკითხებზე როგორებიცაა: ქართული ღვინის ექსპორტის სტატისტიკა და ტენდენციები; დოკუმენტაცია და რეგულაციები (ანალიზები და სერტიფიკატები); შეფუთვა და ეტიკეტირება; ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი; საერთაშორისო გამოფენები და კონკურსები.
აუდიტორიის წინაშე, ასევე, წარდგა მეღვინეობა „Naberauli Wines“-ის ექსპორტის მენეჯერი ნინო მიროტაძე, რომელმაც ღვინის ექსპორტის საკითხებში იმპორტიორებთან კომუნიკაციის სპეციფიკაზე, ეტიკეტირებასა და ლაბორატორიულ კვლევებზე გამაახვილა ყურადღება.
შეხვედრის ფარგლებში აღინიშნა, რომ შეხვედრის თითოეული მონაწილე მიიღებს უფასო კონსულტაციას საერთაშორისო ტრანსპორტირებაზე და სპეციალურ ტარიფებს Aramex Georgia-სგან.
შეხვედრას მოდერაცია გაუწია CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის კოორდინატორმა, მეღვინეობა „ეთნო ოკამის“ გენერალურმა მენეჯერმა, ლაშა ბოდაველმა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება