2023-2024 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრისთვის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტების მიღებას სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე ტაშკენტის სამართლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
სააპლიკაციო დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადაა 20 დეკემბერი, 2023 წელი.
სააპლიკაციო დოკუმენტები (pdf ფორმატით) მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ird@ciu.edu.ge . აპლიკანტებმა სათაურის ველში უნდა მიუთითონ - გაცვლითი პროგრამა ტაშკენტის სამართლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ სამართლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.
სწავლის ხანგრძლივობა - 1 სემესტრი.
პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს:
• უფასო კურსებს: უზბეკურ, რუსულ და ინგლისურ კურსებზე წვდომა (სურვილისამებრ);
• საერთო საცხოვრებლში განთავსებას: ცხოვრების უფლება სტუდენტურ საერთო საცხოვრებელზე;
• იურიდიულ კლინიკებსა და ბიბლიოთეკაზე ხელმისაწვდომობას: იურიდიულ კლინიკასა და ბიბლიოთეკაში არსებული რესურსების გამოყენება;
• კულტურული და საგანმანათლებლო აქტივობებს: მონაწილეობა სხვადასხვა საინტერესო კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებში.
სააპლიკაციო დოკუმენტები:
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს (507-ე ოთახი), ird@ciu.edu.ge, +995 32 261 12 98 (შიდა 109).
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება