საქართველოს საბიბლიოთეკო კონსორციუმის წარმომადგენელმა მარიკა ჟორჟოლიანმა, კსუ-ს სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლების, მკვლევრებისა და ადმინისტრაციის თანამშრომელთათვის, ტრენინგი - ,,ელექტრონულ მონაცემთა ბაზები და ძებნის მექანიზმები” - ჩაატარა.
მომხსენებელმა შეკრებილ აუდიტორიას საერთაშორისო სამეცნიერო და საბიბლიოთეკო ბაზებში მოცემული რესურსების, მათი ეფექტურად გამოყენებისა და საჭირო ლიტერატურის მოძიების ხერხებზე ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი დარეგისტრირებულია ასოციაცია „ელექტრონული ინფორმაცია ბიბლიოთეკებისათვის – eIFL-ის“ მონაწილეთა კონსორციუმის წევრად, შესაბამისად უნივერსიტეტის ფარგლებში, ელექტრონულ ჟურნალებთან წვდომა, ნებისმიერი დაინტერესებული სტუდენტის, მკვლევარისა თუ პროფესორისათვისაა ხელმისაწვდომი.
მაღალრეიტინგული ჟურნალების ელექტრონული რესურსები, ისეთ დარგებს მოიცავს, როგორებიცაა: ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები, მედიცინა, საინჟინრო თუ საბუნებისმეტყველო მიმართულებები, ხელოვნება, პოლიტიკა, სოციოლოგია და სხვა.
აღნიშნული ტრენინგი, კსუ-ს ბიბლიოთეკის ინიციატივით გაიმართა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება