კსუ-ს აკადემიური პერსონალის საყურადღებოდ!
შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა დანერგა გრანტების მენეჯმენტის ახალი ელექტრონული სისტემა GMUS.
იმისათვის რომ შეძლოთ ფონდის საგრანტო კონკურსებში მონაწილეობა, სავალდებულოა დარეგისტრირებული იყოთ GMUS ბაზაში, როგორც ქართველი მეცნიერი/ექსპერტი.
მიუხედავად იმისა, რომ ვადა შეზღუდული არ არის კსუ-ს აკადემიურ/სამეცნიერო პერსონალს მოგიწოდებთ, რომ დროულად დარეგისტრირდეთ GMUS ბაზაში, უნივერსიტეტის პროაქტიურ სამეცნიერო საქმიანობაში ჩართულობის მიზანშეწონილობიდან გამომდინარე.
GMUS ბაზაში რეგისტრაციის უპირატესობა ძველ სისტემასთან მიმართებაში მდგომარეობს იმაში, რომ სხვადასხვა გრანტებში მონაწილეობის დროს აღარ მოგიწევთ CV-ის ფორმის მრავალჯერ შევსება.
რეგისტრაციისთვის აუცილებელი ინფორმაცია შეგიძლიათ შეავსოთ ეტაპობრივად, რამდენიმე დღის განმავლობაში.
შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მეცნიერთა ელექტრონულ რეგისტრაციასთან დაკავშირებით ჩატარდა ტრენინგი, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ლინკზე: მეცნიერთა რეგისტრაცია გრანტების მართვის სისტემა GMUS-ში
შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს შემდეგ მისამართზე: info@rustaveli.org.ge
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება