მთაწმინდის პარკში ერთ-ერთი ყველაზე მხიარული და სახალხო ზეიმი - ,,ჰოლი“ - ფერებისა და სიყვარულის ფესტივალი - გრადნიოზულად აღინიშნა. ამ მასშტაბებითა და ორგანიზებით ჩატარებული ფესტივალი პირველია საქართველოში და ღონისძიების ერთ-ერთი სპონსორი, სწორედ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გახლავთ.
,,გაიფერადე დღე და გაიცანი ახალი ადამიანები“ - ეს ფესტივალის მთავარი მესიჯი გახლდათ, რომელმაც მთაწმინდის პარკში განსხვავებული ასაკობრივი ჯგუფის, რელიგიის, ინტერესებისა და წარმომავლობის ადამიანები ერთმანეთს დააკავშირა. ,,ჰოლის“ დღესასწაული გაზაფხულის დადგომის სიმბოლოდ ითვლება და საუკუნეებია, რაც ინდოეთში აღინიშნება.
ინდოელების რწმენით, ,,ჰოლის“ დროს კეთილი აუცილებლად იმარჯვებს ბოროტზე, გაზაფხული კი ზამთარს ამარცხებს - ეს არის დღესაწაული, რომელიც თამაშთან, მხიარულებასთან, პატიებასთან და ბედნიერებასთან ასოცირდება. ინდოელებს ასევე სწამთ, რომ დღესასწაულიდან რაც უფრო გაფერადებული დაბრუნდება ადამიანი, ე.ი. მას კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა უსურვა ბედნიერება.
ფერების ფესტივალში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო, ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ ინდური ტკბილეული დაეგემოვნებინათ, ქართული ღვინო მიერთვათ და ქართულ-ინდური საცეკვაო და მუსიკალური ნომრებით ეხილათ. აღსანიშნავია, რომ ფესტივალი, სპეციალურად ამ ღონისძებისათვის მოწვეულმა ინდურმა ტელევიზიამ - ,,news nation-მა“ გააშუქა.
,,ჰოლი“ - ,,კულტურული მრავალფეროვნება მშვიდობიანი მომავლისთვის“ დამფუძნებელისა და კსუ-ს რექტორის მრჩეველის საერთაშორისო ურთიერთობებში - დარისპან პრაშერის ორგანიზებით ჩატარდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება