კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი წარმატებით აგრძელებს ბრძოლას 2017-2018 წლის ,,ა“ ლიგაში მოსახვედრად და საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ორი მოგებული შეხვედრის შემდეგ, ფინალური სერიის პირველი შეხვედრა ,,თბილისთან“ გამართა.
კსუ-ს კალათბურთელებისა და ,,თბილისის“ შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, მოწინააღმდეგემ მესამე პერიოდში 10-ქულიანი დაწინაურებაც მოახერხა, თუმცა ლევან ტყეშელაშვილის გაწვრთნილმა მოთამაშეებმა დამაჯერებლად ითამაშეს და ,,თბილისი“ 10-ქულიანი უპირატესობით დაამარცხეს. ფინალური სერიის პირველი ბრძოლის საბოლოო ანგარიში 85:75 დაფიქსირდა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი - 28 ქულა ამერიკელმა ლეგიონერმა - რაიან აარონმა აჩვენა, გამორჩეული იყო ვასილ კუტალაძის 15 ქულა და 15 მოხსნა.
შეგახსენებთ, რომ ფინალური სერია ორმატჩიანია და კალათბურთელების მიერ მოპოვებული თითოეული ქულა შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობის აღმოჩნდეს.
ფინალისტის ტიტულის მფლობელი ორი შეხვედრის სტატისტიკით, ბურთების შეფარდების შედეგებით გამოვლინდება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება