კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის ტურზმის საბაკალავრო პროგრამის პირველი და მეორე კურსის სტუდენტებს, დედაქალაქის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრაქტიკული სემინარი „დღესასწაულების როლი ტურიზმის განვითარებისთვის“ - ფორაქიშვილების დარბაზში ჩაუტარდათ.
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის რესურსების წარმოჩენა, საქართველოს, როგორც უნიკალური ცივილიზაციისა და კულტურის მატარებელი ქვეყნის პოპულარიზაცია - ეს ის ძირითადი საკითხები და თემები იყო, რომლებზეც სტუდენტებმა პროგრამის ხელმძღვანელ ლალი მიქელაძესთან ერთად იმსჯელეს.
გასვლითი ლექციის ფარგლებში სტუდენტები აბანოთუბანს, 40 წმინდა სებასტიელ მოწამეთა მონასტრის ტერიტორიაზე არსებულ მუზეუმსა და ბეთლემის მაცხოვრის შობის ეკლესიას ესტუმრნენ.
სტუდენტებმა მოგვიანებით რიყის მოედანზე გადაინაცვლეს და თბილისობის დღესასწაული ევროპის მოედანზე დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების წარმომადგენლებთან ერთად იზეიმეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება