ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-10 საერთაშორისო ფორუმს (LED) - საქართველოს დედაქალაქი 2007 წლიდან მასპინძლობს. ღონისძიებაში, რომელიც წელს 13-14 სექტემბერს თბილისის მერიის ორგანიზებით “The Biltmore hotel Tbilisi”-ში გაიმართა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტები და პროგრამის ხელმძღვანელი - ლალი მიქელაძე ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ ფორუმში ჩართულები იყვნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ამერიკიდან, ავსტრიიდან, ინგლისიდან, გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, მუშაობდა 16 თემატური სესია: ეფექტური მმართველობა, ქალაქები ეკონომიკური ზრდისთვის, ენერგოეფექტურობა, მომავლის ქალაქები, ტურიზმის განვითარება, ინოვაციური პოზიციონირება და სხვა.
2007 წლიდან, ფორუმი მუნიციპალიტეტების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის, კერძო და საჯარო სექტორსა და ადგილობრივ თუ საერთაშორისო ექსპერტებს შორის საქმიანი თანამშრომლობის დამყარების კარგ პლატფორმად ჩამოყალიბდა.
ფორუმს მოდერაციას 16 მოდერატორი უწევდა, კსუ-ს წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებასთან ერთად, 100-მდე პრეზეტაცია, მათ შორის 50 მოწვეული პრეზენტატორის მოხსენება მოისმინეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება