24 მაისს, კსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანის ლალი მეკოკიშვილის ინიციატივით, ფაკულტეტის საბჭოს გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელსაც ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.
სხდომაზე ლალი მეკოკიშვილმა დეკანატის მუშაობის ანგარიშის, სასწავლო პროცესში კლინიკური სწავლების მონიტორინგის, სწავლისა და სწავლების ორგანიზების საკითხები განიხილა.
დეკანმა იმ სამომავლო ცვლილებებისა და სიახლეების შესახებ ისაუბრა, რომელიც ფაკულტეტზე უახლოეს პერიოდში ამოქმედდება, რაც ლაბორატორიული სწავლების, კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის ამოქმედებას და ცალკეულ საგნებში OSCE გამოცდის ჩატარებას მოითხოვს.
მედიცინის ფაკულტეტის დეკანისა და პროფესორ-მასწავლებლების შეხვედრა პერმანენტულად ხორციელდება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება