21 იანვარს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ თინათინ გოგაშვილის დისერტაციის დაცვა გაიმართა თემაზე: „ორგანიზაციული ცვლილებების მართვა საქართველოს ორგანიზაციებში“.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელია ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ევგენი ბარათაშვილი, ოფიციალური რეცენზენტები კი ეკონომიკის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნინო ფარესაშვილი და ეკონომიკის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მამუკა თორია.
ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თინათინ გოგაშვილს ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება