24 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დარბაზში, ფრენბურთის სტუდენტური ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-4 მატჩში, კსუ-ს ვაჟთა გუნდი, შავი ზღვის უნივერსიტეტს შეხვდა.
თამაშის ორივე სეტი, კსუ-ს გუნდის სასარგებლოდ, 25:14 და 25:20 დასრულდა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში 2:0 დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ გუნდის მწვრთნელი ბექა ბაჟუნაიშვილი გახლავთ.
კსუ-ს ნაკრებს, უახლოესი თამაში 29 მაისს, 14:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქვს ჩანიშნული.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება