23 მაისს, აშშ-ის საელჩოს საგანმანათლებლო და პროფესიული პროგრამების ხელმძღვანელმა გიორგი გაბუნიამ და განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამების კოორდინატორმა ნინო რუხაძემ, კსუ-ს სტუდენტებთან ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს.
პროგრამის შესახებ 23 აპრილს გამოცხადდა და სააპლიკაციო ფორმის ონლაინ რეჟიმში ატვირთვა მსურველებს 31 ივლისის ჩათვლით შეეძლებათ.
სასტიპენდიო პროგრამა 2018-2019 სასწავლო წლებში, აშშ-ის უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამზე სწავლის სრულ დაფინანსებას ითვალისწინებს.
ფულბრაიტის სტიპენდია აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სტიპენდიას წარმოადგენს და კანდიდატთა შერჩევას აშშ-ის საელჩო, სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი და საქართველოს ბანკი აწარმოებენ.
შეხვედრის დროს კსუ-ს სტუდენტებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს პროგრამის სპეციფიკის, სააპლიკაციო ფორმალობებისა და ტექნიკური მხარის შესახებ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება